გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

მამარდას აგენტები კლუბის მმართველებს შეხვდებიან | ბარახას მისი გაშვება არ უნდა

გიორგი მამარდაშვილის მომავალი რამდენიმე დღეა ესპანური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. „მამარდას“ ტრანსფერით ევროპული გრანდები ინტერესდებიან და „ვალენსია“ მზადაა, ქართველ მეკარეს შეელიოს. „ღამურები“ მის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვენ.

მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით, El Gol Digital-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ესპანური გამოცემის მიხედვით, გიორგის წარმომადგენლები და კლუბის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში, ერთმანეთს შეხვდნენ და პოტენციურ ტრანსფერზე იმსჯელონ.

El Gol Digital-ის ცნობით, 23 წლის მეკარის მიზანია ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდში გადავიდეს და მხარეებს შორის ერთ-ერთი სასაუბრო თემა ეს იქნება. ამასთან, ისინი განიხილავენ სატრანსფერო თანხას, რომელიც ამ მომენტისთვის, 35 მილიონი ევროდან იწყება.

ესპანური გამოცემის მიხედვით, „ღამურების“ მთავარი მწვრთნელი, რუბენ ბარახა გიორგის გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია. ბარახა თვლის, რომ მომდევნო სეზონისთვის, „მამარდა“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მისი შენარჩუნება უნდა, მაგრამ კლუბის მენეჯმენტი მის პოზიციას არ იზიარებს.

ესპანელ სპეციალისტს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება სურს და მიაჩნია, რომ ქართველი მეკარის გარეშე მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება. ცნობისთვის, გიორგის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად 11 შეხვედრაში აქვს შენახული და 2014-15 წლების სეზონის შემდეგ, „ვალენსიას“ მაისურით მსგავსი რამ არავის გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეაპოლელები ქართველებს ძალიან ჰგვანან“ | კვარა სერია A-ს დოკუმენტურ ფილმში
„ნეაპოლელები ქართველებს ძალიან ჰგვანან“ | კვარა სერია A-ს დოკუმენტურ ფილმში