პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: სწორედ ამიტომ არის პრემიერ ლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი

პეპ გუარდიოლამ განმარტა, რატომ არის პრემიერ ლიგის მოგება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის.

პეპი „ბარსელონასთან“, „ბაიერნთან“ და „სიტისთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა.

„ეს მომწონს. ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა ტიტულებია, პრემიერ ლიგა და ლა ლიგა.

მე არ ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება არც ისე სასიამოვნოა - რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ახლა ჩვენ, მანჩესტერ სიტის, ეს თასი გვაქვს, ვიცით რა არის ეს გრძნობა, მშვიდად ვართ, რადგან თასი უკვე გვაქვს.

მაგრამ პრემიერ ლიგის მოგება უკეთესია, რადგან ეს უფრო რთულია, მეტი თამაშია - კვირაში ორი ან სამი.

რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მოგება ალბათ იმაზეა დამოკიდებული, რისი კონტროლიც არ შეგიძლია. ორივე ტურნირი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, მაგრამ პრემიერ ლიგის მოგება ბევრ რამეს ამტკიცებს.

პრემიერ ლიგას მოგება აჩვენებს გუნდების მენტალიტეტს, რომლებიც მუდმივად იბრძვიან მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში. პირადად ჩემთვის ეს ასეა: ყოველდღე მაქსიმუმი უნდა გააკეთო“,

- განაცხადა პეპმა.

თუ, „მანჩესტერ სიტი“ წელს პრემიერ ლიგსა მოიგებს, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ერთი გუნდი ჩემპიონი მიჯრით 4-ჯერ გახდება. „ქალაქელებს“ წინა 3 ჩემპიონატი მოგებული აქვთ და ამით სერ ალექს ფერგიუსონის მიღწევა გაიმეორეს, რომელმაც „იუნაიტედთან“ ერთად პრემიერ ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგება 2-ჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ნიუკასლის რადარზე | რა თანხას იხდიან კაჭკაჭები
მამარდაშვილი ნიუკასლის რადარზე | რა თანხას იხდიან კაჭკაჭები