ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

კაკაბაძის მაგარი გოლი | კრაკოვიამ აუტსაიდერს ვერ მოუგო

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ საკუთარ კედლებში ბოლოადგილოსან „ლოძს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერც ერთხელ შეინარჩუნა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. კაკაბაძემ თანაგუნდელთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და ჩააწოდა, რის შემდეგაც „ლოძის“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ბენიამინ კალმანმა „კრაკოვია“ დააწინაურა - 1:0. სტუმრებმა წონასწორობა 73-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით აღადგინეს და „კრაკოვიას“ კარი დანი რამირესმა აიღო.

77-ე წუთზე, კაკაბაძის ჯერი დადგა. ქართველმა მცველმა შესანიშნავად იმოქმედა, მეტოქეს ბურთი წაართვა და შორიდან გაისროლა. ოთარის დარტყმას მეკარემ ვერაფერი მოუხერხა და „კრაკოვია“ 2:1 დაწინაურდა, თუმცა 86-ე წუთზე, სტიპე იურიჩმა „ლოძს“ ქულა გადაურჩინა - 2:2.

კაკაბაძემ მატჩი სრულად ჩაატარა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მის გუნდს კი 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. „კრაკოვიას“ მონაგარი 29 ქულაა და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზე იმყოფება. „კრაკოვია“ მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს გამართავს და „იაგიელონიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ნიუკასლის რადარზე | რა თანხას იხდიან კაჭკაჭები
მამარდაშვილი ნიუკასლის რადარზე | რა თანხას იხდიან კაჭკაჭები