ვიქტორ სანეევი, გოგი თორაძე
Aa
Aa

„სოხუმი - თბილისი - სიდნეი“ - ფილმი ლეგენდარულ სანეევზე

კინოს სახლში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ლეგენდარულ ქართველ მძლეოსან ვიქტორ სანეევზე გადაღებული სატელევიზიო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატის, „სოხუმი“ - თბილისი - სიდნეის“ პრემიერა გაიმართა. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი გოგი თორაძეა, რომელსაც ფოტო-ვიდეო მასალა ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ და სიდნეიში მცხოვრებმა სპორტსმენის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.

ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში დაიბადა, 1972 წლიდან 1991 წლამდე კი თბილისში ცხოვრობდა, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა. სამხტომში ის ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ სამჯერ, 1968 წლის მეხიკოს, 1972 წლის მიუნხენისა და 1976 წლის მონრეალის თამაშებზე გახდა. მოსკოვის ოლიმპიადაზე 1980 წელს კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატების რვაგზის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი და სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი იყო.

სანეევი საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად არის დასახელებული, ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენისთვის დაწესებული პრიზი კი სამჯერ, 1968, 1972 და 1976 წლებში მიიღო. ლეგენდარული მძლეოსანი 2022 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლიმპიურ კომიტეტში მეხიკოს და სეულის ოლიმპიადების საიუბილეო თარიღები აღნიშნეს
ოლიმპიურ კომიტეტში მეხიკოს და სეულის ოლიმპიადების საიუბილეო თარიღები აღნიშნეს