გორის დილა, თბილისის დინამო, გაგრა, თელავი, სამტრედია
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: დინამო დილას დაუზავდა, სამტრედიამ პირველი მატჩი მოიგო

3 აპრილს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-6 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

„თელავმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. მასპინძლები ამ ტურამდე გასავარდნ ზონაში იმყოფებოდნენ და დღეს სეზონში მეორე 3 ქულას უმიზნებდნენ.

„თელავმა“ მატჩი დამაჯერებლად დაიწყო და მე-40 წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს გოლით დაწინაურდა კიდეც. როგორც გაირკვა, ეს შეხვედრის ერთადერთი გოლი იყო.

„თელავი“ 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. „გაგრა“ კი 4 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

„სამტრედიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ეს მათთვის სეზონში პირველი გამარჯვება იყო.

მასპინძლები მე-18 წუთზე რევაზ ინჯგიამ დააწინაურა, რომელმაც ლეო ასუნსეოს პასით გაიტანა. ინჯგიამ 37-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აუტსაიდერთა დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ, „სამტრედიას“ 6 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. „სამგურალი“ კი 2 ქულითა და ნული მოგებით ბოლო საფეხურზეა.

დღის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც თბილისის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.

29-ე წუთზე ვასილიოს გორდეზიანმა ვახტანგ სალიას პასით ანგარიში გახსნა. ეს მისთვის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი იყო. 50-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის გადაცემით იბრაჰიმა დრამემ გაიტანა და „დილამ“ წონასწორობა აღადგინა.

ბოლო წუთები დრამატული აღმოჩნდა. 84-ე წუთზე ოსკარ სანტისის პასით ვახტანგ სალიამ „დინამო“ წინ გაიყვანა, თუმცა 89-ე წუთზე ანტონიო ლოპესის გადაცემით ანტონიო ოთარ შეყილაძემ გაათანაბრა და მატჩიც ფრედ დასრულდა.

„დინამო“ 8 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. „დილა“ კი 13 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერ ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

მე-7 ტურის შეხვედრები 6, 7 და 8 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაისმა ჟერსონი გუნდიდან გააგდო - თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი
ვაისმა ჟერსონი გუნდიდან გააგდო - თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი