ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

TMW: კვარას აგენტები პრემიერლიგიდან შემოთავაზებას ელიან

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით იტალიური პრესა აქტიურად წერს. ნეაპოლში მხარეებს შორის მოლაპარაკებების ოფიციალურად განახლებას ელიან.

დღეს TMW-იმ დაწერა, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლები მშვიდად არიან და სეზონის ბოლოსთვის პრემიერლიგიდან შემოთავაზებებს ელიან. სწორედ ამიტომ ჭიანურდება „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებების წამოწყება.

„ნაპოლისთვის პრიორიტეტი კვარას შენარჩუნებაა. მათ ნახევარი ევროპის იერიშები უნდა მოიგერიონ, რადგან ხვიჩას შეძენა ბევრს სურს.

ხვიჩას აგენტებს პირველ რიგში სურთ გაიგონ, თუ რამდენად შორს წავლენ პრემიერლიგის კლუბები და როგორი იქნება მათი შემოთავაზება. დე ლაურენტისი რისკავს, როცა კვარას 4 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით მხოლოდ 3 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს შესაძლოა საკმარისი არ იყოს“.

- წერს TMW-ი.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩას მიმართ ინგლისის პრემიერლიგიდან ინტერესი „ლივერპულს“, „მანჩესტერ სიტის“, „ნიუკასლსა“ და „არსენალს“ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაისმა ჟერსონი გუნდიდან გააგდო - თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი
ვაისმა ჟერსონი გუნდიდან გააგდო - თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი