გიორგი შერმადინი
Aa
Aa

კარიერაში მე-13 | შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP გახდა

„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მარტის თვის MVP გახდა. „შერმინატორმა“ ეს ჯილდო კარიერაში მეცამეტედ მოიგო და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

„ლენოვო ტენერიფემ“ მარტში 5 შეხვედრა გამართა და გამარჯვებულის სტატუსით პარკეტი 4-ჯერ დატოვა. „ოქროსფერ-შავებმა“ „გრანადა“, „მორაბანკ ანდორა“, „გრან კანარია“ და „პალენსია“ დაამარცხეს, ჩემპიონატის ლიდერს, „რეალს“ კი დიდი ბრძოლა გაუმართეს და მატჩი 2 ქულით დათმეს - 78:80.

შერმადინმა მონაწილეობა ხუთივე შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 13.8 ქულა, 5.4 მოხსნა, 2 დაფარება და 1.2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტის საშუალო 22.4 გახლდათ, რაც ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და ქართველმა ცენტრმა თვის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი დაისაკუთრა. აღსანიშნავია ისიც, რომ „შერმინატორმა“ მარტში 31-დან 24 (77.4 პროცენტი) ორქულიანი და 23-დან 21 (91.3 პროცენტი) საჯარიმო ჩააგდო.

ცნობისთვის, შერმადინს ლიგა ენდესას თვის MVP-ის ჯილდო 13-ჯერ აქვს მოგებული, რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. „ლენოვო ტენერიფეს“ 17 მოგება და 10 წაგება აქვს და ჩემპიონატში მე-4 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური ჩატენვები და ორმაგი დუბლი | მამუს კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან
ეფექტური ჩატენვები და ორმაგი დუბლი | მამუს კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან