გოგა ბითაძე, მემფისი, ორლანდო
Aa
Aa

ბითაძის 9 წუთი და 4 ქულა - ორლანდომ მემფისს მოუგო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში „ორლანდომ“ „მემფისს“ უმასპინძლა და უშანსოდ 118:88 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სათამაშო დრო გოგა ბითაძესაც მიეცა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 8 წუთი და 56 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში ბითაძემ 3 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი. გოგამ 3-ჯერ სცადა 2-ქულიანის სროლა და ზუსტი 2 აღმოჩნდა. ასევე მან ერთი საჯარიმო ტყორცნა შეასრულა, მაგრამ გააფუჭა.

4 მოხსნიდან ქართველმა კალათბურთელმა 3-ჯერ საკუთარ ფარზე მოხსნა, ხოლო ერთხელ მოწინააღმდეგის. „მემფისთან“ შეხვედრაში ბითაძემ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „მეჯიქმა“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, „ორლანდო“ „პორტლენდს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილის დიდებული გოლი და საგოლე პასი - ბორდომ პარიზთან 1 ქულა აიღო
დავითაშვილის დიდებული გოლი და საგოლე პასი - ბორდომ პარიზთან 1 ქულა აიღო