თბილისის დინამო, სამტრედია
Aa
Aa

თბილისის დინამომ სამტრედიასთან ქულები დაკარგა

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ფაქტობრივად სენსაცია დაფიქსირდა. თბილისის „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 46-ე წუთზე ჰაიდარიმ სტუმართა გუნდი დააწინაურა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „სამტრედია“ 3 ქულას აიღებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

თბილისური კლუბის ლეგიონერმა რომანოვსკიმ სალიას პასი გამოიყენა, წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგი 1:1 დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ „დინამომ“ სეზონი ცუდად დაიწყო და 5 ტურის შემდეგ, Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება - ასეთია თბილისელთა მონაგარი.

ცნობისთვის, შემდეგ ტურში „დინამო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 3 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას გარეშე ნაპოლი მთავარ კონკურენტთან შერცხვა
კვარაცხელიას გარეშე ნაპოლი მთავარ კონკურენტთან შერცხვა