კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | დილამ იბერია 1999-ს მოუგო, თელავი კოლხეთი 1913-თან დამარცხდა
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | დილამ იბერია 1999-ს მოუგო, თელავი კოლხეთი 1913-თან დამარცხდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური გორში გაიხსნა, სადაც „დილა“ „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდა. მასპინძლები მარცხდებოდნენ, თუმცა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება იზეიმეს.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა და მე-7 წუთზე, „იბერია 1999“ საბა მამაცაშვილმა დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს, სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და წითელი ბარათი შოთა ნონიკაშვილმა მიიღო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მათი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ტაირელ ვაუტერმა გამოიყენა - 1:1. 64-ე წუთზე, „დილას“ რიგებში თავი ივან ლიტვინენკომ გამოიჩინა და ლამაზი გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ანტონიო ლოპესმა დააფიქსირა - 3:1.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა „კოლხეთი 1913“-მა, რომელმაც „თელავს“ მოუგო. მატჩში პირველი გოლი კახელებმა გაიტანეს და ელდარ პარკინაშვილის ლამაზი დარტყმით დაწინაურდნენ. ფოთელებმა პირველი ტაიმის მიწურულს, დემეტრე გვასალიას გოლით გაათანაბრეს. 66-ე წუთზე, კირილ კლიმოვმა თავისი პირველი გოლი გაიტანა და „კოლხეთი 1913“ წინ გაიყვანა. 75-ე წუთზე, თელაველებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ VAR-ის გამოყენების შემდეგ, დადგინდა, რომ შეტევაში დაჯარიმდნენ და მათი შეგდებული ბურთი გაუქმდა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე კლიმოვმა დააფიქსირა - 3:1.

ცნობისთვის, „დილა“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს. „იბერია 1999“-ს 10 ქულა აქვს და მესამეზეა. „თელავი“ 3 ქულით მეშვიდეა, „კოლხეთი 1913“-ს კი 8 ქულა მოუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევრო 2024-ზე საქართველოს ვუქომაგებ“ | რას ამბობს ნაპოლის რადიოს ჟურნალისტი
„ევრო 2024-ზე საქართველოს ვუქომაგებ“ | რას ამბობს ნაპოლის რადიოს ჟურნალისტი