ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია | კვარა ატალანტასთან ვერ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, ტრავმა მიიღო და დამატებით დროში მოედნის დატოვება მოუწია. „კვარას“ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს და ფონს გასვლა ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ქართველ გარემარბს მოედანზე გასვლის დიდი სურვილი ჰქონდა და გადამწყვეტი ტესტები დღეს ჩაუტარდა. „პარტენოპეის“ ექიმებმა მისი მდგომარეობა შეაფასეს და საბოლოოდ, „კვარას“ თამაშის უფლება არ მისცეს.

იტალიური გამოცემის მიხედვით, ფრანჩესკო კალცონამ მისი შემცვლელი უკვე შეარჩია და ძირითად შემადგენლობაში ჯაკომო რასპადორი გამოჩნდება. ქართველ ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული და როგორც ირკვევა, მხოლოდ 1 ტურის გამოტოვება მოუწევს.

„ნაპოლი“ 30-ე ტურის შეხვედრას შაბათს (15:30) „ატალანტასთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს. კალცონას გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლაში ეს 3 ქულა აუცილებლად ასაღებია. ბერგამოელები მათ 2 ქულით უსწრებენ, შემდეგ კი 6 ქულით წინ მყოფი „რომაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე ლიგიდან ევროპის ჩემპიონატამდე - ქოჩორას საოცარი პროგრესი
მესამე ლიგიდან ევროპის ჩემპიონატამდე - ქოჩორას საოცარი პროგრესი