Marca: ნეიმარს დარჩენა უნდოდა, თუმცა მამამისმა...
Aa
Aa

Marca: ნეიმარს დარჩენა უნდოდა, თუმცა მამამისმა...

ნეიმარის გახმაურებული ტრანსფერის დეტალები ზაფხულიდან მოყოლებული დღემდე ეტაპობრივად ვრცელდება.

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს თქმით, მოლაპარაკებების დროს ნეიმარმა "ბარსას" პრეზიდენტთან ხოსეპ მარია ბართომეუსთან ისაუბრა და მას გაუმხილა, რომ გუნდში დარჩენა სურდა.

და როდის მოხდა ეს? ზაფხულში, როცა პრაქტიკულად ყველა გამოცემა ბრაზილიელზე წერდა და მათ შორის უამრავი ჭორიც იყო, ფეხბურთელი დაიღალა ამ გაუგებრობით და მან "ბლაუგრანაში" დარჩენა გადაწყვიტა.

ამ მომენტში გადამწყვეტი როლი ნეიმარის მამამ ითამაშა, რომელმაც ტრანსფერი თავის თავზე აიღო და მოლაპარაკებები ბოლომდე მიიყვანა.

როგორც მოგეხსენებათ, ადრეც დაიწერა, რომ ნეიმარი "პსჟ"-ში გადასვლაზე ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო.

ისიც ითქვა, რომ ბრაზილიელის მამამ ნასერ ალ ხელაიფისგან სოლიდური ბონუსიც მიიღო.

ახლა ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, თუ რას იზამს ნეიმარი სეზონის დასრულების შემდეგ. უკვე ბევრჯერ დაიწერა, რომ ის თავისი პარიზული კარიერით უკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები