ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვალ გაირკვევა ითამაშებს თუ არა | კვარას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან გამართული მატჩის დამატებით დროში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. რამდენიმე საათის წინ, „ნაპოლიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ „კვარამ“ მარცხენა ბარძაყის კუნთი გაიჭიმა.

„პარტენოპეის“ გარემარბის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე Sky Sport Italia-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. იტალიური გამოცემის მიხედვით, ხვიჩას დაჭიმულობა სერიოზულია, მაგრამ მას მომდევნო მატჩში მონაწილეობის მიღება სურს და ყველაფერი პარასკევს გაირკვევა.

კვარაცხელია დატვირთვებს გაივლის და ნახავს, თავს როგორ იგრძნობს. საბოლოო გადაწყვეტილება გუნდის თავკაცთან, ფრანჩესკო კალცონასთან და ექიმებთან შეთანხმებით იქნება მიღებული. თუ დაზიანების გამიზეზების რისკი იარსებებს, „ნაპოლის“ მარგალიტი მომდევნო ტურში დაისვენებს.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „ატალანტას“ მიიღებს. მატჩი 15:30-ზე დაიწყება და „ლა დეა“ 47 ქულით „პარტენოპეიზე“ ერთით მაღალ, მეექვსე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯგუფიდანაც გავალთ“ | ილია თოფურია ნაკრების ისტორიულ შედეგზე
„ჯგუფიდანაც გავალთ“ | ილია თოფურია ნაკრების ისტორიულ შედეგზე