გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

საბერძნეთს გუნდურობით ვაჯობეთ - გიორგი მერებაშვილი ეროვნულ ნაკრებს ულოცავს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატებას ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი მერებაშვილი გამოეხმაურა. 37 წლის ვეტერანი ფეხბურთელმა CRYSTALSPORT-თან საუბარში მოთამაშეების გუნდური მოქმედებით აღფრთოვანება ვერ დამალა და თვლის, რომ წარმატების მთავარი საიდუმლო სწორედ ამაში მდგომარეობს.

რა თქვა მერებაშვილმა

კიდევ უფრო დიდი წარმატება აღგვენიშნოს და მიგველოცოს ერთმანეთისთვის. რთული თამაში იყო, ყველამ ვიცოდით, რომ საბერძნეთი ხელწამოსაკრავი მეტოქე არ იყო, განსაკუთრებით კი ყაზახეთთან ნახევარფინალის შემდეგ. ბერძნები მაღალ სისწრაფეებზე ხისტ ფეხბურთს თამაშობენ. მატჩამდეც ვამბობდი, რომ ისეთი ხასიათის თამაში იქნებოდა, რომლის ბედსაც ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალიზმი ვერ გადაწყვეტდა და გუნდურად ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, გამარჯვება ჩვენ უფრო დავიმსახურეთ.

მერებაშვილი ახლა პოლონეთის „პოდბესკიძიეს“ წევრია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი, 2008-2019 წლებში თამაშობდა და 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამა, პენალტების სერია და დაწერილი ისტორია | საქართველო ევრო 2024-ზე ითამაშებს
დრამა, პენალტების სერია და დაწერილი ისტორია | საქართველო ევრო 2024-ზე ითამაშებს