თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ქეცბაია: “გუშინ ალბათ არავის ეძინა“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ წარმატებას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ცნობილი ადამიანი ეხმაურება. „ჯვაროსნები“ უამრავ მილოცვას იღებენ.

გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახდა, რომელმაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

ქეცბაია:

„უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა, ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა.

მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზეა“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვება. „ჯვაროსნები“ დორტმუნდში თურქეთს წინააღმდეგ ითამაშებენ.

ასევე შეგახსენებთ, F ჯგუფში საქართველო თურქეთის გარდა პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

ცნობისთვის, ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა და „ჯვაროსნებთან“ ორივე მატჩი წააგო. ჯგუფი კი 0 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ძალა ერთობაშია“ - რომან დოლიძის მილოცვა საქართველოს ნაკრებს
“ძალა ერთობაშია“ - რომან დოლიძის მილოცვა საქართველოს ნაკრებს