მადრიდის რეალი, ტონი კროოსი
Aa
Aa

გადაწყვეტილებას მალე მიიღებს - კროოსი დიდი ალბათობით რეალში დარჩება

როგორც მოგეხსენებათ, ტონი კროსს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და აბსოლუტურად ყველას სურს, რომ გერმანელი ნახევარმცველი „სამეფო კლუბში“ დარჩეს.

მეტიც, კარლო ანჩელოტიმ გუნდის სხვა ლიდერებს სთხოვა, რომ ტონი კიდევ 1 წლით დარჩენაზე დაიყოლიონ, მაგრამ საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კროოსი დარჩება, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ესპანური MARCA იუწყება, რომ დარჩენის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. ყველაფერი მხოლოდ ტონიზეა დამოკიდებული, რომელსაც მაგიდაზე კიდევ 1-წლიანი ხელშეკრულება უდევს. ანჩელოტი ფიქრობს, რომ შეთანხმება შედგება.

გასულ კვირას, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ გერმანელი ნახევარმცველის წარმომადგენლები მადრიდში იმყოფებოდნენ და ფლორენტინო პერესს შეხვდნენ.

ცნობილი გახდა, რომ კროოსის გადაწყვეტილება სულ მალე გახდება ცნობილი და ის სეზონის დასრულებას არ დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა განაახლა და „ბუნდეს“ ნაკრებს ევრო 2024-ზე უკაპიტნებს. აღსანიშნავია, რომ კროოსმა 2 ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივეში საგოლე პასი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები