ეროვნული ნაკრები, საქართველოს ნაკრები
Aa
Aa

ევრო 2024 - სად, როდის და ვისთან ითამაშებს საქართველოს ნაკრები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა!! „ჯვაროსნები“ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

მატჩი საოცრად დაძაბულად წარიმართა და 120 წუთის განმავლობაში ტაბლოზე ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა. გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიაში გამოვლინდა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი, რომელიც გერმანიაში გაიმართება 14 ივნისს დაიწყება. გახსნით მატჩში გერმანია შოტლანდიას უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები კი ევრო 2024-ზე 18 ივნისს ჩაერთვება და დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

„ჯვაროსნები“ მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდებიან. მატჩი ჰამბურგში 22 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მესამე ტური კი სანიოლის გაწვრთნილ ნაკრებს პორტუგალიასთან უწევს. შეხვედრა გელზერკინხენში 26 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

პენალტების სერია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: “კვეკვესკირი ისტორიაში დარჩება“
MARCA: “კვეკვესკირი ისტორიაში დარჩება“