გიორგი ჩიტაური, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

გადამწყვეტ მატჩში დავმარცხდით - საქართველო ევროპის ჩემპიონატის მიღმა (U17)

ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის დასკვნით ტურში გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები დანიასთან განადგურდა - 0:7.

ამ შეხვედრაში, რომელიც ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე'' გაიმართა, დანიელებმა პირველ ტაიმში სამი გოლი გაიტანეს. ანგარიში 23-ე წუთზე ჩიდოზი ობიმ გახსნა, 25-ე წუთზე ოლივერ ჰოიერმა ანგარიში ორამდე გაზარდა, 36-ე წუთზე ოლტი ჰაისენმა შეაგდო.

 

მეორე ნახევარში დანიელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. 71-ე წუთზე, თავი ოლივერ ჰოიერმა გამოიჩინა. 87-ე წუთზე, ლასე აბილგაარდის ჯერი დადგა, რომლის შემდეგაც 89-ე და 92-ე წუთებზე ქართველთა კარი ნიკოლაი ჰანსენმა და ოლივერ ჰოიერმა აიღეს - 7:0.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა დანიასთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ყავლაშვილი, გვასალია, გლუნჩაძე, გოგოლი (ელისაშვილი 46), შათირიშვილი, ლომიძე (ხუციშვილი 46), დიაკონიძე, წულაია, სალია (მჟავანაძე 83), ჩიქოვანი (ჩუბინიძე 64), დოლტმურზიევი

შეგახსენებთ, ელიტ-რაუნდის პირველ ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ქუთაისში სერბეთთან 0:2 დამარცხდა, მეორე ტურში ამავე სტადიონზე თურქეთს მოუგო (3:1).

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები