მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, რენატო მოიკანო
Aa
Aa

„ომალი მერაბის ზეწოლას ვერ გაუმკლავდება“ | UFC-ის მებრძოლის ვარაუდი

რენატო მოიკანო UFC-ის მებრძოლია, რომელიც მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში, მე-13 პოზიციას იკავებს. 34 წლის ბრაზილიელი არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო და მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა.

„დაამარცხებს თუ არა ომალი დვალიშვილს? არა, არ მგონია, მერაბს მოუგოს, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება. შონმა ალჯამეინ სტერლინგი, რომელიც ძალიან კარგი გრეპლერია, დაანოკაუტა, მაგრამ მერაბის ზეწოლასთან გამკლავება მარტივი სულაც არაა. მეორე მხრივ, ჰენრი სეხუდომ და მარლონ მორაესმა დვალიშვილი დაიჭირეს და მარცხენა ჰუკით ძლიერად მოარტყეს. ასე რომ, მარცხენა ჰუკი ომალისთვის იარაღი იქნება, მაგრამ მას მერაბის ზეწოლასთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება.

წინასწარ ვერ ვიტყვით რა მოხდება და ომალი პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს, განსაკუთრებით, იმის გამო, რაც ჩიტო ვერასთან გვაჩვენა. მისი სტრაიკინგი ძალიან მომწონს და ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, მაგრამ მერაბი მისთვის რთული მეტოქეა. ფსონს რომ ჩამოვდიოდე, დვალიშვილის გამარჯვებას ავირჩევდი“.

შეგახსენებთ, რომ ომალი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და თავადვე განაცხადა, რომ მისი მომდევნო სატიტულო ბრძოლა „მანქანის“ წინააღმდეგ იქნება. დვალიშვილი „შუგას“ 2018 წლიდან იწვევს და იმედია, მათი დაპირისპირება ოფიციალურად მალე ჩაინიშნება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება - ცნობილია, ვისთან იჩხუბებს „ნინძა“
ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება - ცნობილია, ვისთან იჩხუბებს „ნინძა“