თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

თანაგუნდელს გამოექომაგა - შენგელიამ იჩხუბა და გააძევეს

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ბრეშას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 87:73 დაამარცხა.

ბოლონიელთა ქართველი ლიდერი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში შენგელიამ 8 ქულა, 4 მოხნსა (2 შეტევაში), 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 4-დან 2 საჯარიმო და 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

დასკვნით მეოთხედში ქართველი კალათბურთელი უსიამოვნო ინციდენტში გაეხვა. თამაშის დასსრულებამდე 2 წუთით ადრე „ვირტუს ბოლონიას“ სათადარიგო სკამთან კალათბურთელებმა იჩხუბეს, შენგელია თავის თანაგუნდელს გამოექომაგა, რის გამოც მსაჯებმა ქართველი კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს.

24 ტურის შემდეგ „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 17 მოგებითა და 7 მარცხით პირველ ადგილზე იმყოფება. ბოლონიელები მომდევნო შეხვედრას ევროლიგაზე, საკუთარ არენაზე „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები