საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ცნობილია, რამდენი ბერძენი გულშემატკივარი დაესწრება პლეი-ოფის ფინალს

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალს 500-მდე ბერძენი გულშემატკივარი დაესწრება.

ადგილობრივი გამოცემა Gazzetta-ს ინფორმაციით, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ მხოლოდ 500 ბილეთის რეალიზება შეძლო. არაოფიციალური ინფორმაციით, ბერძნულ მხარეს 2300-მდე ბილეთი გადაეცა.

ცნობისთვის, ამავე სააგენტოს სტატიაში წერია, რომ ბილეთების ყიდვა ქართველმა გულშემატკივრებმაც სცადეს. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას ბილეთების გაყიდვას ელექტრონულად აწარმოებდა. დაინტერესებულ პირს ფედერაციის ელექტრონულ ფოსტაზე სპეციალური წერილი უნდა გაეგზავნა, ღირებულება კი 7 ევროს შეადგენდა. Gazzetta-ს ინფორმაციით, წერილები ქართველი გულშემატკივრებისგანაც შევიდა, თუმცა, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ მაქსიმალურად იზრუნა, რომ ბერძენი გულშემატკივრების სექტორში ქართველი ფანები არ მოხვედრილიყვნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი რეკორდულ დროში - 6 საათში გაიყიდა.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირება 26 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები