ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
Aa
Aa

ვარლამ ლიპარტელიანი დიდი სპორტიდან გააცილეს

ავთანდილ ჭრიკიშვილის შემდეგ, კარიერა კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა დაასრულა. მას სპორტიდან გაცილების ცერემონია დღეს, თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღის ფინალური ბლოკის დაწყებამდე მოუწყვეს. 35 წლის ლეგენდა ტატამიზე შვილებთან ერთად გავიდა და მათთან სიმბოლურად იჭიდავა.

 ლიპარტელიანი ძიუდოსთვის თავის დანებებას ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ გეგმავდა, თუმცა მწვრთნელებისა და გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება შეცვალა. ის ევროპის სამგზის ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი სამჯერ ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული. ოლიმპიური თამაშებიდან ლიპარტელიანისთვის ყველაზე წარმატებული 2016 წელს რიო დე-ჟანეიროში გამართული შეჯიბრება იყო, სადაც ვიცე-ჩემპიონი გახდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უკვე ყოფილმა კაპიტანმა სამჯერ მსოფლიო მასტერსი, ექვსჯერ გრანდ სლემი და ხუთჯერ გრან პრი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავთანდილ ჭრიკიშვილი დიდი სპორტიდან გააცილეს
ავთანდილ ჭრიკიშვილი დიდი სპორტიდან გააცილეს