მუნდიალის ფინალს გაუძღვა - ცნობილია, საქართველო-საბერძნეთის მთავარი მსაჯი
Aa
Aa

მუნდიალის ფინალს გაუძღვა - ცნობილია, საქართველო-საბერძნეთის მთავარი მსაჯი

ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ფინალში საქართველო-საბერძნეთის მატჩის მთავარი მსაჯი პოლონელი შიმონ მარჩინიაკი იქნება. 43 წლის მარჩინიაკი ცნობილი არბიტრია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად ითვლება, 2022 წლის მუნდიალზე, არგენტინა-საფრანგეთის ფინალის მთავარი მსაჯი იყო. ასევე, 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩ. სიტისა’’ და „ინტერის’’ მატჩს მთავარი მსაჯის რანგში მოემსახურა. ასე რომ, საქართველოსა და საბერძნეთის შეხვედრას უმაღლესი დონის რეფერი გაუძღვება.

ასევე გეტყვით, რომ 2021 წელს მუნდიალის შესარჩევ ციკლში შიმონ მარჩიანიაკი საბერძნეთი-საქართველოს მთავარი მსაჯი იყო, ამ შეხვედრას ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით ვაგებდით, თუმცა კვარაცხელიამ გაათანაბრა და თამაში 1:1 მორჩა. ამ თამაშში მარჩინიაკმა ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი უჩვენა.

ფინალში მარჩინიაკს თანემამულეები, ტომაშ ლისტკევიჩი და პაველ საკოლნიცკი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი სლოვაკი ივან კრუჟლიაკი იქნება. რაც შეეხება VAR-ის ოთახს, ტომაშ კვიატკოვსკის ბარტოშს ფრანკოვსკი დაეხმარება, ორივე პოლონელია.

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის ფინალში საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება 26 მარტს „დინამო არენაზე'' გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები