მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილი: იმედები გადაწურული მქონდა, მაგრამ სპორტი არ მივატოვე

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ნათია რეხვიაშვილთან, მის Youtube-ს არხზე (GeoProduction) კარიერის რთულ პერიოდებზე ისაუბრა, როცა სპორტიდან წასვლაზე ფიქრობდა, თუმცა ყველაზე რთულ მომენტებშიც არ დანებდა.

მერაბ დვალიშვილი: „შესაძლოა, ამერიკაში წარმატებისთვის რომ მიმეღწია, რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ შრომით, გამოცდილებით შესაძლებელია. რა თქმა უნდა ყოფილა დღეები, როცა იმედები გადაგწურვია, მოდი დავნებდე, მიფიქრია საქართველოში ხომ არ წავიდე. არ უნდა დანებდე, არასდროს.

მოთმინება, შრომა და შენი საქმის სიყვარულია საჭირო და ყველაფერი შესაძლებელია.

ახლა ჩემთვის მოტივაციის პოვნა ადვილია. იქნება ეს ჩემი ქვეყნის სახელის გატანა, ჩემი ფინანსური კეთილდღეობა. ჩემი გარშემომყოფების, ჩემი მწვრთნელების, ჩემი გუნდისა და ხალხის იმედების გამართლება.

რა თქმა უნდა მქონდა რთული პერიოდები, მაგრამ რატომღაც შრომა და სპორტი არ მივატოვე. მიფიქრია, მარტო ვიმუშავებ, გართობისთვის დრო დამრჩება, თუმცა კლუბი და გართობა ჩემი სტილი არაა. მიდიხარ რესტორანსა და კლუბში, ცეკვავ და არაფერი გრჩება. ამას ყველა გააკეთებს. როცა პროფესია გაქვს, ეს შენ იარაღია’’.

ამავე ინტერვიუში მერაბმა მშობლებზეც ისაუბრა: „დედა ჩემი მთავარი მოტივაცია იყო. ვინც შთამაგონა და ვინც ჩემი მაგალითი იყო. დედაჩემი ძალიან მშრომელი იყო, 90-იანი წლები გამოვიარეთ, მისთვის მთავარი იყო საკვები არ მოგვკლებოდა, ამაზე იყო გადართული, ხოლო მამა ზრუნავდა იმაზე, რომ წესიერად გვეცხოვრა, სოფელში ხილს ან ბოსტნეულს თუ მოვპარავდით მეზობელს, გვეტყოდა რომ ეს არ შეიძლება, იშრომე და შენ თვითონ მოიპოვე''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები