საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეკრება გრძელდება. ლუქსემბურგთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. 26 მარტს, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო - საბერძნეთის შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება მატჩზე დასასწრები ბილეთების 23 მარტს, არასრულ ექვს საათში გაიყიდა. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა) 

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია(ნაპოლი, იტალია)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბიჭების თავდადებამ მოლოდინს გადააჭარბა - 17-წლამდე ნაკრების შეფასებები
ბიჭების თავდადებამ მოლოდინს გადააჭარბა - 17-წლამდე ნაკრების შეფასებები