ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, შონ ომალი
Aa
Aa

ო’მალიმ თოფურია კიდევ ერთხელ ახსენა - რას სთავაზობს ქართველს ამერიკელი

 შონ ო’მალიმ ეკვადორელი ჩიტო ვერას დამარცხებისა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის დაცვის შემდეგ, მაშინვე ქვემსუბუქი წონის ქართველი გამარჯვებული ილია თოფურია გამოიწვია. თუ რატომ იქნება მათი ბრძოლა გამართლებული, ამაზე ამერიკელმა ერთ-ერთ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა

რა თქვა ო’მალიმ

 

მე მომწონს რასაც აკეთებს ილია, რადგან ის სუპერვარსკვლავივით იქცევა, ზუსტად ისე, როგორც მე. გსურთ კიდევ ერთი ვარსკვლავის დაბადება? თუ გსურთ კონორი, საჭიროა ფიური, ან ხაბიბი. კარგი ბრძოლისთვის ორი ასეთი ქარიზმატული ფიგურის ოქტაგონზე ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი საუბრობს, რომ ჩვებ შეხვედრამდე საჭიროა მე - დვალიშვილი, ილიამ კი მაქს ჰოლოუეის, ან ბრაიან ორტეგას კალიბრის ვარსკვლავი დაამარცხოს, თუმცა მგონია, რომ ორი-სამი ჩხუბის შემდეგ, ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვიქნებით.

 საუბრის ბოლოს ო’მალიმ დაამატა, რომ მისი და თოფურიას მეტოქეობა შესაძლოა იმაზე საინტერესოც აღმოჩნდეს, როგორიც ნურმაგომედოვი-მაკგრეგორისა იყო. ამერიკელმა აღნიშნა, რომ რუსი და ირლანდიელი მებრძოლების დაპირისპირებამ UFC-ის აუდიტორია საგრძნობლად გაზარდა და შესაბამისად, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დანა უაითი მხოლოდ და მხოლოდ მოგებული დარჩება, თუ მისი და თოფურიას ბრძოლას ჩანიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ იქნება ომალის მომდევნო მეტოქე? - დენა უაითის კომენტარი
ვინ იქნება ომალის მომდევნო მეტოქე? - დენა უაითის კომენტარი