მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიანიჭეს

სუპერ მსუბუქი წონითი კატეგორიის პირველმა ნომერმა მერაბ დვალიშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო.

„თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა.

არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში მაგრამ შრომითა მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის“.

- წერს დვალიშვილი.

რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მერაბს ხელს არ შეუშლის, რომ UFC-ში გამოსვლა საქართველოს სახელით შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი შონ ომალისთან საჩემპიონო ბრძოლის მიღებას ელოდება, თუმცა შონი დროს მაქსიმალურად წელავს, რათა თარიღი რაც შეიძლება გვიან ჩაინიშნოს.

დენა უაითი მერაბს საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა

მერაბმა ერთი კვირის წინ, TZM Sports-თან საუბრისას განაცხადა, რომ UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა მას ომალისთან ბრძოლაზე თანხმობა განუცხადა.

„დენა უაითს მცირე ხნით ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მომდევნო მე ვარ. დიახ, მან ასე მითხრა. ყველამ ვიცით, რომ შემდეგი მე ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ შონთან მომდევნო ბრძოლა ჩემი იქნება. შონის მხრიდან ძალიან დიდი სისულელე იყო, როდესაც მე არ გამომიწვია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბრძოლა შედგება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალის მწვრთნელი: დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა დაიმსახურა
ომალის მწვრთნელი: დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა დაიმსახურა