გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე, ლაშა დვალი, ლევან შენგელია
Aa
Aa

ბუდუ საუკეთესო გახდა | რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდა. „ჯვაროსნებმა“ „წითელი ლომი“ ბუდუ ზივზივაძის დუბლით, 2:0 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ, რომელშიც ევროპირველობის საგზურისთვის საბერძნეთთან ან ყაზახეთთან იბრძოლებენ.

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა ზივზივაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მას უმაღლესი შეფასება დაუწერა - 8.4. ბუდუს შემდეგ, საუკეთესო შეფასება ლევან შენგელიამ მიიღო, რომელსაც 8.1 დაუწერეს, მესამე კი ლაშა დვალი იყო - 7.7.

საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, Sofascore-მა მათი თამაში ასე შეაფასა: გიორგი მამარდაშვილი (7.1), ოთარ კაკაბაძე (7), სოლომონ კვირკველია (7.2), გურამ კაშია (7.2), გიორგი ჩაკვეტაძე (7.5), გიორგი ქოჩორაშვილი (6.7), ოთარ კიტეიშვილი (7.1), გიორგი მიქაუტაძე (6.5), გიორგი წიტაიშვილი (6.6), ნიკა კვეკვესკირი (6.6), ზურიკო დავითაშვილი (7), ჯაბა კანკავა (6.2), გიორგი ქვილითაია (6.3).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთს ან ყაზახეთს შეხვდება. ფინალური დაპირისპირების მეორე მონაწილის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. დღეს, თბილისის დროით, 23:45-ზე, საბერძნეთი ყაზახეთს საკუთარ კედლებში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე
„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე