გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ყველაზე მაღალი ხელფასი მეცში | მიქაუტაძის ანაზღაურების ნახევარს აიაქსი ფარავს

L’Equipe-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელების ხელფასები გამოაქვეყნა. ავტორიტეტული გამოცემის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „აიაქსიდან“ „მეცშია“ განათხოვრებული, ფრანგული კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.

L’Equipe-ის მიხედვით, „მეცი“ მიქაუტაძეს თვეში 125 000 ევროს უხდის (იგულისხმება თანხა გადასახადებამდე). მეორე პოზიციას ბენჟამინ ტეტე იკავებს - 85 000, ხოლო მესამე კრისტოფ ჰარელი გახლავთ - 65 000. როგორც L’Equipe-ი წერს, გიორგის ხელფასის ნახევარს „აიაქსი“ იხდის და საერთო ჯამში, მისი ყოველთვიური ანაზღაურება 250 000 ევროა.

„მეცში“ დაბრუნების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა მიეცა და შანსები კარგად გამოიყენა, რაც Transfermarkt-ზე მის სატრანსფერო ღირებულებაზეც აისახა. მიქაუტაძის ფასმა მოიმატა და 8 მილიონი ევროდან 9 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სხვათა შორის, L’Equipe-მა ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებიც დაასახელა და ტოპ 10-ში მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლები არიან. პირველ ადგილს კი კილიან მბაპე იკავებს - 6 მილიონი ევრო თვეში. მეორე და მესამე პოზიციაზე უსმან დემბელ და მარკინიოსი არიან - 1.12 მილიონი ევრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოში მეშვიდეა | Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ფასმა მოიმატა
მსოფლიოში მეშვიდეა | Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ფასმა მოიმატა