ნიკოლოზ ბასილაშვილი, იესპერ დე იონგი
Aa
Aa

დამაჯერებელი ნიკოლოზი - ბასილაშვილმა მურსიაში დე იონგს მოუგო

მურსიას ჩელენჯერის 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იესპერ დე იონგს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3 6:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა დიდებულად იასპარეზა და საკმაოდ ლამაზი ჩოგბურთი შემოგვთავაზა.

პირველ სეტში ნიკოლოზმა ბრეიკი მეშვიდე გეიმში შეასრულა და წინ გავიდა, თუმცა ამას არ დასჯერდა და მეცხრე გეიმშიც იგივე გაიმეორა.

მეორე სეტი ქართველისთვის ცუდად დაიწყო. მესამე გეიმში საკუთარი ჩაწოდება დათმო, თუმცა უმალ უკუბრეიკი შეასრულა, მატჩში დაბრუნდა და ამის შემდეგ ზედიზედ კიდევ ორჯერ მოიგო მეტოქის ჩაწოდება. საბოლოო ჯამში მატჩი ერთი საათი და 18 წუთი გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის ATP-ის 151-ე ნომერია, ხოლო ბასილაშვილი 1086-ე.

მერვედფინალში ნიკოლოზი რეიტინგის 199-ე ნომერს, ფრანგ უგო ბლანშეტს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“წნეხი დიდი იქნება“ - მამარდას და ქოჩორაშვილის კომენტარები
“წნეხი დიდი იქნება“ - მამარდას და ქოჩორაშვილის კომენტარები