არტურ კაზო
Aa
Aa

კოლაფსი მატჩისას | არტურ კაზო კორტიდან სავარძელ-ეტლით გაიყვანეს

აშშ-ში, მაიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს და მსოფლიოს 74-ე ჩოგანი, არტურ კაზო მეორე წრეში ჰაროლდ მაიოს დაუპირისპირდა. მე-3 სეტის სტარტზე, კაზოს კოლაფსი დაემართა და დაეცა.

21 წლის ჩოგბურთელმა კორტზე რამდენიმე წამი გაატარა და მალევე, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მან თამაში ვერ გააგრძელა და კორტიდან სავარძელ-ეტლით გაიყვანეს. ამ მომენტისთვის, უცნობია, კაზოს კოლაფსი რამ განაპირობა, თუმცა, ირკვევა, რომ მომხდარამდე, მან შეხვედრის არბიტრს რამდენჯერმე განუცხადა, რომ კუნთის სპაზმები ჰქონდა.

ცნობისთვის, კაზომ პირველი სეტი 4:6 წააგო, მაგრამ მეორე პარტიაში 7:5 იმარჯვა. მომხდარის გამო, იგი თამაშს ჩაეხსნა და მომდევნო ეტაპზე მაიო გავიდა, რომელიც მესამე წრეში დავიდ გოფინს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამშობლოში გმირად დაბრუნდა“ - ესპანური მედია თოფურიას ჩამოსვლაზე
„სამშობლოში გმირად დაბრუნდა“ - ესპანური მედია თოფურიას ჩამოსვლაზე