მარიამ ბერიაშვილი, ანამარია ლაშხი, ელიზავეტა ადეიშვილი, ლიზი გზირიშვილი, რუსუდან ქურდევანიძე
Aa
Aa

ტანმოვარჯიშეების ოქრო და ვერცხლი აფროდიტეს თასზე

საბერძნეთში გამართულ მხატვრული ტანვარჯიშის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა. ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა გუნდურ ჩათვლაში გურზებით ვარჯიშში პირველი ადგილი დაიკავეს, რგოლებით ვარჯიშში კი ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

 „აფროდიტეს თასის“ სახელწოდებით ცნობილ გათამაშებაში საქართველოს ნაკრების სახელით ხუთმა სპორტსმენმა, მარიამ ბერიაშვილმა, ანამარია ლაშხმა, ელიზავეტა ადეიშვილმა, ლიზი გზირიშვილმა და რუსუდან ქურდევანიძემ იასპარეზეს. ხუთივე მათგანისთვის ეს პირველი A კლასის საერთაშორისო შეჯიბრება იყო.

  შეგახსენებთ, რომ მხატვრულის მსგავსად, წარმატებას მიაღწიეს სპორტულმა ტანმოვარჯიშეებმაც, რომლებიც აზერბაიჯანიდან 8 სხვადასხვა სინჯის მედლებით ბრუნდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ტანმოვარჯიშეების 8 მედალი
ქართველი ტანმოვარჯიშეების 8 მედალი