საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ლობჟანიძის გოლი და კარგი მატჩი | ატლანტა იუნაიტედმა ორლანდო 2:0 დაამარცხა

საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ MLS-ის მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „ორლანდო სითის“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ლობჟანიძემ გახსნა. საბამ „ატლანტა იუნაიტედის“ კონტრშეტევა დააგვირგვინა და საკუთარ გუნდი დააწინაურა. მატჩის მეორე გოლი გეორგიოს გაკუმაკისმა გაიტანა, რომელმაც ბრუკს ლენონის პასით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბამ მოედანზე 85 წუთი გაატარა და ბურთს 38-ჯერ შეეხო. გოლის გარდა, მან 4 საკვანძო გადაცემა გააკეთა და 8-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პირველი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, ლობჟანიძის ანგარიშზე 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა იყო.

ცნობისთვის, 3 ტურის შემდეგ, „ატლანტა იუნაიტედს“ 6 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 გახლავთ. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 არტს გამართავს და „ტორონტოს“ დაუპირისპირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემეშინდა, რომ კვარას გამო მეორე ყვითელი არ მიეღო“ - ინძაგი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ
„შემეშინდა, რომ კვარას გამო მეორე ყვითელი არ მიეღო“ - ინძაგი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ