თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას ორმაგი დუბლი - ვირტუსი აუთსაიდერთან ოვერტაიმში დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „პეზაროს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით, 87:86 დაამარცხა.

გამარჯვეულის ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა. ძირითადი დრო ფრედ, 72:72 დასრულდა, ოვერტაიმში კი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით, 15:14 გაიმარჯვეს.

შენელია „ვირტუსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და მარგი კოეფიციენტის მხრივ თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ორმაგი დუბლი შემოგვთავაზა - 16 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა. შენგელიამ 11-დან 9 საჯარიმო, 7-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

23 ტურის შემდეგ „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, თუმცა, მეორეადგილოსან „ვენეციასთან“ თანაბარი ქულა აქვს და პირველადგილოსან „ბრეშას“ 2 ქულით ჩამორჩება. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 მარტს, „ევროლიგაზე“ „ჟალგირისის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები