ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის ასისტი - შტურმმა მარტივად მოიგო

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „კლაგენფურტს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:4 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმველი „შტურმის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ერთი გოლის ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა. ოთარ კიტეიშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:4 იყო.

გრაცის „შტურმმა“ ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. ანგარიში მე-4 წუთზე ბიერეტმა გახსნა, მე-18 წუთზე კი პრასის პარში მეტოქის კარში დუბლი შეასრულა. 23-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ჰორვატს გაატანინა, საბოლოო ანგარიში კი 39-ე წუთზე ბოვინგმა დააფიქსირა.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ შემადგენლობაში 37 შეხვედრა ჩაატარა და თავი 6 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აქედან, ავსტრიის ბუნდესლიგაში 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტი შეასრულა.

23 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში დროებით პირველ ადგილზე იმყოფება, რადგან მის უშუალო კონკურენტ „ზალცბურგს“ რომელსაც 25 ქულა აქვს, მიმდინარე ტურში თავისი მატჩი სათამაშო აქვს. „შტურმი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 31 მარტს საკუთარ მოედანზე „ზალცბურგთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბავშვებმა ისინი ძირს დასცეს, ოსიმენისა და კვარასგან მეტს ელიან...“
„ბავშვებმა ისინი ძირს დასცეს, ოსიმენისა და კვარასგან მეტს ელიან...“