დავით კობოური, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ბერიძე
Aa
Aa

მთავარი მიზანი ნაკრებში მოხვედრაა - კობოური უიპეშტში შეუცვლელია

„უიპეშტის“ ერთ-ერთი ფან-კლუბის ვებ-გვერდზე გუნდის ქართველი ლეგიონერის დავით კობოურის ინტერვიუ გამოქვეყნდა. 26 წლის ცენტრალური მცველი უნგრეთის 20-გზის ჩემპიონსა და 11-გზის თასის მფლობელს დაახლოებით თვენახევრის წინ „დინამო თბილისიდან“ შეუერთდა და გუნდში ადაპტაცია იოლად გაიარა. ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, კობოურმა ჩემპიონატის ყველა შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა.

რა თქვა კობოურმა

თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან ინგლისურად კარგად ვერ ვსაუბრობ, თუმცა თანაგუნდელები ადაპტაციაში დამეხმარნენ. ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ცხოვრობს მეუღლეც და მალე ბავშვი გაგვიჩნდება. „უიპეშტში“ გადმოსვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ძალები უფრო მაღალ დონეზე მომესინჯა. ვიცი, რომ აქ თავის დროზე ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე თამაშობდნენ, რომლებიც ქომაგებს კარგად ახსოვთ. იმედია მათ მსგავსად მეც საკუთარ შესაძლებლობებს წარმოვაჩენ და საქართველოს ნაკრებში მიწვევას დავიმსახურებ - ჩემი მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის.

 კობოური სანაკრებო შეკრებაზე სხვადასხვა დროს სამჯერ იყო გამოძახებული, თუმცა თამაშის საშუალება ჯერჯერობით არ მისცემია. „დინამოს“ აკადემიაში 13 წლის ასაკში ჩაირიცხა. 17 წლის იყო, როდესაც მთავარ გუნდში გადაიყვანეს და ჯამში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისის“ მაისურით 200 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუნთის გაწყვეტა არ დადასტურდა - კობოური მძიმე ტრავმას გადაურჩა
კუნთის გაწყვეტა არ დადასტურდა - კობოური მძიმე ტრავმას გადაურჩა