მემფის დეპაი
Aa
Aa

დრამა მადრიდში - ატლეტიკომ ინტერი პენალტების სერიაში დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო 1/4-ფინალისტი მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამოვლინდა, სადაც „ატლეტიკომ“ „ინტერს“ უმასპინძლა და 120-წუთიან ბრძოლაში 2:1 მოუგო. პენალტების სერიაში კი 3:2 აჯობეს.

სიმონე ინძაგის გუნდმა მატჩი დიმარკოს გოლით დაიწყო და მათთვის სცენარი იდეალურად მიდიოდა, თუმცა „როხიბლანკომ“ გრიზმანის გოლით მალევე გაათანაბრა.

ამის შემდეგ, „ატლეტიკო“ სოლიდურ უპირატესობას დაეუფლა და წინ გასვლის რამდენიმე კარგი შანსიც შექმნეს. მატჩის დასრულება „ინტერსაც“ შეეძლო, თუმცა მარკუს ტიურამმა ერთი-ერთზე გატანა ვერ შეძლო.

საბოლოოდ, მემფის დეპაიმ 87-ე წუთზე კოკეს ჩინებული პასით მადრიდელები წინ გაიყვანა და მატჩი დამატებითებში გადავიდა. პენალტების სერიაში კი ბევრისთვის მოულოდნელად იან ობლაკი შეუდარებელი იყო. სლოვენიელმა მეკარემ ალექსის სანჩესისა და დევი კლაასენის დარტყმები მოიგერია და მატჩის გმირი გახდა.

„ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად შეძლო და პლეი-ოფში წაგებული პირველი მატჩის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გავიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ გამოიძახა გიორგი არაბიძე | ვილი სანიოლის განმარტება
რატომ არ გამოიძახა გიორგი არაბიძე | ვილი სანიოლის განმარტება