ბარსელონა, ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

“ასეთი პენალტი ჩ.ლიგაზე არ ინიშნება“ - ლაოსი ოსიმენის და კუბარსის მომენტზე

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონამ“ „ნაპოლი“ 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ერთი საკამათო ეპიზოდი განვითარდა.

იმ დროს, როდესაც ანგარიში ბარსას სასარგებლოდ 2:1 იყო, კუბარსმა საჯარიმოში ვიქტორ ოსიმენი წააქცია, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა. ბევრი თვლის, რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, თუმცა ასე არ მოხდა.

ამ ფაქტს ლა ლიგის ყოფილი არბიტრი მატეო ლაოსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსაჯი სწორად მოიქცა.

ლაოსი:

„კუბარსის და ოსიმენის ეპიზოდი? შეიძლება ყოფილიყო პენალტი, თუმცა ასეთ პენალტს ესპანეთში დანიშნავდნენ, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგაზე. აქ ასეთი თერთმეტმეტრიანები არ ინიშნება სწორედ ამიტომ არის ჩემპიონთა ლიგა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. იმედია ჩემს ქვეყანაშიც ისწავლიან, რომ ასეთი პენალტები არ ინიშნება.“

სულ სხვა მოსაზრება აქვს „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს ფრანჩესკო კალცონას, რომელმაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 100%-იანი პენალტი იყო და ამ ეპიზოდს შესაძლოა მატჩის ბედი გადაეწყვიტა.

შეგახსენებთ, „ბლაუგრანას“ მხრიდან გოლები ლოპესმა, კანსელუმ და ლევანდოვსკიმ გაიტანეს. სტუმართა მხრიდან თავი რაჰმანიმ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს აუტანელია“ | ფრანგმა ჟურნალისტმა ზურიკო გააკრიტიკა
„ეს აუტანელია“ | ფრანგმა ჟურნალისტმა ზურიკო გააკრიტიკა