ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ამის გამო ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო...“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში „ბარსელონამ“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 3:1, ორი მატჩის ჯამში კი 4:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 92 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიურობდა, კარისკენ ორჯერ დაარტყა და ჩვეული დრიბლინგებითაც გამოირჩეოდა, თუმცა, თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

ხვიჩას მომენტები ბარსელონასთან:

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილმა იტალიურმა სააგენტოებმა ხვიჩას თამაში სხვადასხვა ქულით შეაფასეს.

რა წერია მედიაში:

Eurosport – 5 ქულა: კუნდე ყველა სიტუაციაში აჩერებდა და ანერვიულებდა. ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა, მეორე ნახევარი კი ძლიერი დარტყმით დაიწყო, თუმცა, მცდელობა უშედეგო იყო. საერთო ჯამში, საკუთარი თავი ვერ გვაჩვენა.

Sport.Virgilio – 5 ქულა: სამწუხაროდ, მისი შუქი არ ანათებდა.

Calcionapoli1926 – 5.5 ქულა: ბევრი საგოლე ეპიზოდი მისი ფეხებიდან მოდიოდა, მეორე ტაიმის სტარტზე კი კარისკენაც დაარტყა. სამწუხაროდ, მისი მაგია წარმატებული არ იყო. გალიაში ჩაკეტეს.

Calciomercato – 5.5 ქულა: რასაც აკეთებდა, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ძალიან ცოტა იყო, უფრო მეტი გვჭირდებოდა, რათა გაგვეტანა. თავის გამოჩენის უშედეგო მცდელობა ჰქონდა.

Calcionapoli24 – 5.5 ქულა: ვიწრო სივრცეების მიუხედავად, მუდამ ცდილობდა მარიო რუისა და ოსიმენის მისამართით გამამწვავებელი პასების გაკეთებას, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი მოქმედების დროს ანგარიში 2:0 გახდა. პირველი ტაიმის შემდეგ კარისკენაც გაიხედა და შორიდან დაარტყა. კუნდე მთელი თამაშის განმავლობაში ყურადღებით ეთამაშებოდა. 62-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაარტყა, მაგრამ გოლის გასატანად უფრო მეტია საჭირო. ოლივეირას შესვლის შემდეგ კი ფლანგზე საყრდენი გამოეცალა.

Tuttonapoli – 6 ქულა: ცოტა სივრცე ჰქონდა და ვიწრო მონაკვეთში თამაშობდა. 46-ე წუთზე მაგიური მარჯვენით გაისროლა და მიზნამდე მცირედი დააკლდა. თამაშის მიწურულს კარის წინ ოლივეირა დატოვა, თუმცა, მისი დარტყმა ძელმა აისხლიტა. მანამდე კი გოლის გატანასთან ახლოს კიდევ ერთხელ იყო.

Repubblica – 5.5 ქულა: მისთვის ნაკლებად ხმაურიანი საღამო იყო, განსხვავებას ვერ ქმნიდა.

Tuttomercatoweb – 5 ქულა: ის ყველაზე ნანატრი გმირი იყო და ამიტომ, მისი უფერული მატჩი ყველაზე დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა. საჯარიმოს გარედან რამდენიმე დარტყმა ჰქონდა და ცოტა მეტი მართებდა. ალბათ, ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქვა, რომ ძველი კვარა დაბრუნდა.

92 წუთის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონას“კარის მიმართულებით სამჯერ დაარტყა, თუმცა, სამივე არაზუსტი გამოდგა. დრიბლინგის მცდელობა 5-ჯერ ჰქონდა და აქედან 3 წარმატებულად შეასრულა. ბურთს 50 ჯერ შეეხო და 28 პასიდან 25 ზუსტი ჰქონდა, 3 კი საკვანძო იყო. 11 პოზიციური დუელიდან 6 მოიგო, საჰაერო დუელში კი ერთხელ შევიდა, რომელიც წარმატებული იყო. ბურთი 9-ჯერ დაკარგა, მეტოქის წინააღმდეგ კი ორჯერ დაჯარიმდა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 8 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, გოლის გატანა ვერ შეძლო, ტურნირი კი მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანსელუ: “ვიცოდით, რომ ნაპოლის შეტევა ხვიჩასთან ერთად ძლიერი იყო“
კანსელუ: “ვიცოდით, რომ ნაპოლის შეტევა ხვიჩასთან ერთად ძლიერი იყო“