ინტერი, სიმონე ინძაგი, მადრიდის ატლეტიკო
Aa
Aa

“მცირე უპირატესობა უნდა დავივიწყოთ“ - ინძაგი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ინტერი“ „ატლეტიკოს“ ესტუმრება. მატჩის წინ, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ინძაგიმ?

„ეჭვგარეშეა, რომ ეს იქნება ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი სტადიონზე, სადაც „ატლეტიკომ“ ლა ლიგაში 13 თამაში მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ჩემპიონთა ლიგის ღამეები განსაკუთრებულია და გვინდა, რომ ეს მოგზაურობა გაგრძელდეს. პირველი მატჩიდან მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ამის დავიწყებას ვეცდებით და ვაღიარებთ, რომ „სან სიროზე“ ატლეტიკომ რიგ ეპიზოდებში აჩვენა, თუ რისი გაკეთება შეუძლია.

ვფიქრობ, „ინტერმა“ მთელი სეზონის განმავლობაში კარგად ითამაშა და ასე გაგრძელებას ვაპირებთ. ჩვენ არ ვიცით რას გააკეთებს „ატლეტიკო“. მათ მოსწონთ განსხვავებული მიდგომა. შეუძლიათ 3-5-2 და 4-4-2 სისტემით თამაში. მცირე ეჭვები მაქვს აჩერბისთან დაკავშირებით, რომელიც შაბათს „ბოლონიასთან“ დაბრუნდა, ხოლო დე ვრაიმ ზედიზედ ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფრატესი კი გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად არის.

მე იმაზე ვნერვიულობ, რომ არნაუტოვიჩი და აუგუსტო არ მეყოლებიან. მათ წინა მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ფასდაუდებელი სამუშაო შეასრულეს. ისინი დამატებით შესაძლებლობებს მომცემდნენ. „ატლეტიკო“ საკუთარ სტადიონზე ყოველთვის გარდაიქმნება, ამის უარყოფა არ შეიძლება. ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს „როხიბლანკო“. დიეგო სიმეონე შესანიშნავი თანაგუნდელი იყო და დღემდე ჩემი მეგობარია.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება სიმონე ინძაგის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ,  მეორე ნახევარში თავი მარკო არნაუტოვიჩმა გამოიჩინა.

„ატლეტიკოსა“ და „ინტერის“ მომავალი შეხვედრა 13 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ტრავმის რისკი არსებობს“ - ენრიკე მბაპეს შემცირებულ სათამაშო წუთებზე
“ტრავმის რისკი არსებობს“ - ენრიკე მბაპეს შემცირებულ სათამაშო წუთებზე