ხვიჩა კვარაცხელია, ვინისიუს ჟუნიორი, მანოლო რომერო, მანოლო რომერო
Aa
Aa

ვინისიუსს კვარაში გავცვლიდი - რეალის ყოფილი სკაუტი ხვიჩას აქებს

მადრიდის „რეალის’’ ყოფილმა სკაუტმა მანოლო რომერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. Cadena Ser-თან ინტერვიუში რომერო აღნიშნავს, რომ კვარაცხელია, მბაპე და როდრიგო „სამეფო კლუბის’’ შეტევაში ბრწყინვალე ტრიოს შექმნიდნენ.

„კვარაცხელიას ვინისიუსით შევცვლიდი. მბაპესთან და როდრიგოსთან ერთად ბრწყინვალე შეტევის ხაზს შექმნიდა. ვინისიუსი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, კარგად არ თამაშობს, მის შეცდომებს გოლებით ფარავს. უნდა დასვა და „ჟირონასთან’’ მატჩი აყურებინო და უთხრა, რომ ასეთი ვინისიუსი გჭირდება. თუ საუბარი შედეგს არ მოიტანს, მაშინ უნდა შეაშინო’’.

მანოლო რომერო კვარაცხელიას შესახებ კატალონიურ გაზეთ Sport-საც ესაუბრა.

 „გასულ სეზონში ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი გახდა, რამდენიმე თვის შემდეგ რეგრესი ჰქონდა. გასულ სეზონში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა, მისი დაუვიწყარი თამაში და ესთეტიკა ისტორიულ უკიდურესობებს გვახსენდება.

მის აფეთქებას სხვადასხვა კლუბების მხრიდან წინადადებები მოჰყვა. გამოჩნდა რომ შესაძლებელი იყო „ნაპოლი’’ პატარა გუნდი დარჩენილიყო, მაგრამ ქართველმა უპირატესობა კლუბში დარჩენას მიანიჭა, ეტაპობრივად საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა, განსაკუთრებით ბოლო მატჩებში, მას შემდეგ რაც კლუბში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

„ბარსასთან’’ გადამწყვეტ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაში ხვდება, სერია A-ს ბოლო სამ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა’’.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი შეხვედრა დიეგო მარადონას სტადიონზე გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩს დღეს, 12 მარტს, გვიან ღამით ვიხილავთ. შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები