ჯეილენ ბრანსონი, კელი უბრე ჯუნიორი
Aa
Aa

ბოლოს ასეთი რამ 8 წლის წინ მოხდა | 152 ქულა ფილადელფია-ნიუ იორკის მატჩში

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, NBA-ში უჩვეულოდ დაბალშედეგიანი მატჩი გაიმართა. „ნიუ იორკ ნიქსმა“ საკუთარ კედლებში „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს 79 ქულა ჩააგდებინა, მაინც დამარცხდა.

„ნიქსმა“ 20-ქულიანი ნიშნული მხოლოდ მესამე მეოთხედში გადალახა და 73 ქულა მოაგროვა. „ნიუ იორკისა“ და „ფილადელფიას“ პირველი პერიოდი 15:15 დასრულდა. მეორე თორმეტწუთეული „სიქსერსმა“ 22:16 მოიგო, მესამე - 26:25, ბოლო კი 16:17 დათმო. „ნიქსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 19 ქულა ჯეილენ ბრანსონმა დააგროვა. დონტე დივინჩენცოს 15 ქულა ჰქონდა, ბოიან ბოგდანოვიჩს - 10. „ფილადელფიას“ რიგებში კელი უბრე ჯუნიორი გამოირჩა - 18 ქულა, 10 მოხსნა. ბადი ჰილდს 16 ქულა ჰქონდა, პოლ რიდს - 13.

NBA-ში 8-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ვიხილეთ მატჩში, რომელშიც 80 ქულა ვერც ერთმა გუნდმა დააგროვა. ბოლოს ასეთი რამ 2016 წელს მოხდა, როცა „დენვერ ნაგეთსისა“ და „მინესოტა ტიმბერვულვზის“ შეხვედრა 78:74 დასრულდა.

ცნობისთვის, „ფილადელფიამ“ პარკეტიდან ნასროლი 80 ბურთიდან 31 ჩააგდო, „ნიუ იორკმა“ – 80-დან 26. „სიქსერსმა“ 30-დან 9 სამქულიანი გამოიყენა, „ნიქსმა“ - 40-დან 9.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არის თუ არა ოსიმენი-კვარას დუეტი საშიში?“ | კანსელუმ ნაპოლიზე ისაუბრა
„არის თუ არა ოსიმენი-კვარას დუეტი საშიში?“ | კანსელუმ ნაპოლიზე ისაუბრა