თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - შენგელიას ვირტუსმა ოლიმპია მილანო დაამარცხა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში „ვირტუსმა“ საკუთარ დარბაზში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „ოლიმპია მილანო“ 9-ქულიანი სხვაობით, 84-75 დაამარცხა. მასპინძლების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 27 წუთი ითამაშა და შეხვედრა 11 ქულით, 9 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.  32 წლის მძიმე ფორვარდმა ექვსიდან სამი სამქულიანი და ექვსიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო. ცხრა შემთხვევიდან კი ბურთი შვიდჯერ დაცვაში, ორჯერ კი შეტევაში მოხსნა.

თექვსმეტი მოგებითა და ექვსი წაგებით „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელია და მისი თანაგუნდელები ბოლონიაში 15 მარტს ევროლიგაში რეგულარული გათამაშების ლიდერ მადრიდის „რეალთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია 15 ქულით და კარგი თამაშით დაბრუნდა | ვირტუს ბოლონიამ საბერძნეთში წააგო
შენგელია 15 ქულით და კარგი თამაშით დაბრუნდა | ვირტუს ბოლონიამ საბერძნეთში წააგო