გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

კარგი ამბავი: ჩაკვეტაძე 3-4 დღე დაისვენებს და ვარჯიშს დაიწყებს

CrystalSport-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა, 3-4 დღე დაისვენებს და შემდეგ სავარჯიშო პროცესს განაახლებს. კოჭის არეში დაბეჟილობა აქვს, რაც 3-4 დღეში დაცხრება.

ჩემპიონშიფის შემდეგ ტურში „უოტფორდი'' „ბირმინგემს'' შეხვდება. შესაძლოა, ქართველმა ფეხბურთელმა 16 მარტს დაგეგმილი ეს მატჩი გამოტოვოს. „ბირმინგემთან'' მატჩის შემდეგ ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მოემზადება.

შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდმა’’ შინ „ქოვენთრი’’ მიიღო, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, ქართველი ნახევარმცველი კარგ ფორმაშია, პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ტაიმის მიწურულს „ქოვენთრის’’ მცველმა კოჭში ჩაარტყა, მინდორს მალევე დაუბრუნდა, თუმცა შესვენებისას მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა შეცვალა. 

მატჩის შემდეგ „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალერინ ისმაელმა განაცხადა: „იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სისხლჩაქცევაა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებაა საჭირო. მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს. მსაჯმა ბოდიში მოგვიხადა. გვითხრა რომ ვერ დაინახა. ფეხბურთელისთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა სიარული შეეძლო. მსაჯის საქმე ფეხბურთელების დაცვაა და არბიტრმა გვითხრა, რომ ამ მომენტში ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა''.

ასევე გეტყვით, რომ „ქოვენთრისთან'' საშინაო მარცხის (1:2) შემდეგ „უოტფორდმა’’ მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი მოხსნა, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ტომ კლევერლი შეასრულებს, რომელიც ინგლისის ეროვნული ნაკრებისა (2012-13) და „მან. იუნაიტედის’’ (2008-15) ყოფილი ფეხბურთელია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე საერთო ჯამში 33 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ჩაკვეტაძეს ჩაარტყეს და ისმაელმა შეცვალა
ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ჩაკვეტაძეს ჩაარტყეს და ისმაელმა შეცვალა