გოლდენ სტეიტი, სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო
Aa
Aa

მამუკელაშვილის 6 წუთი - სპურსმა გოლდენ სტეიტს მოუგო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში „სან ანტონიო“ „გოლდენ სტეიტს“ ესტუმრა და 126:113 დაამარცხა.

აღნიშნულ გამარჯვებაში მცირე, მაგრამ თავისი წვლილი სანდრო მამუკელაშვილმაც შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 6 წუთი და 18 წამი დაყო. ამ პერიოდში მან 1 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.

სტუმართა მხრიდან ყველაზე აქტიური კელდონ ჯონსონი იყო, რომელმაც არასრულ 32 წუთში 22 ქულა 11 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „სპურსი“ საშინელ ფორმაშია და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდმა 64 მატჩიდან მხოლოდ 14 მოიგო.

ცნობისთვის, სანდრო მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი სარეკორდო შედეგი „დალასთან“ დააფიქსირა. მის ანგარიშზე 14 ქულა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სისწრაფე და სიმწვავე დააკლდა - დავითაშვილის ბორდომ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა
სისწრაფე და სიმწვავე დააკლდა - დავითაშვილის ბორდომ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა