ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე
Aa
Aa

კალაძე: „ხვიჩა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ იტალიის სერია A-ს ოფიციალურ იუთუბ არხს ინტერვიუ მისცა. კალაძემ, სხვა თემებთან ერთად, „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და მისით სიამაყე გამოხატა.

„ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. მის მამასთან, ბადრისთან ხშირად ვსაუბრობ და ის უნიკალური ადამიანია. ნაპოლიში გადასვლამდე, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელებთან კონტაქტი მქონდა და მათ კვარაცხელიას შესახებ მოვუყევი. ვეცადე, გაეგოთ, რა საოცარ ადამიანთან ჰქონდათ საქმე და გარკვეული პერიოდის შემდეგ, დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს.

კვარა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უამრავი ბავშვი, რომლებიც ფეხბურთელობაზე ოცნებობენ, მას მისაბაძ მაგალითად აღიქვამენ და ხვიჩა ჩვენი ეროვნული გუნდის საკვანძო მოთამაშეა. ვუსურვებ, რომ უფრო ცნობილი კლუბში გადავიდეს. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს და ოცნებებს რეალობად იქცევს“.

ცნობისთვის, კვარაცხელია „ნაპოლის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მის თამაშს რამდენიმე საათში ვიხილავთ. პარასკევს, თბილისის დროით, 23:45-ზე, „ნაპოლი“ საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალცონა: კვარას ჩვევების შეცვლა ძალიან სწრაფად ვთხოვე, მან კი გამაოგნა
კალცონა: კვარას ჩვევების შეცვლა ძალიან სწრაფად ვთხოვე, მან კი გამაოგნა