ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„მეტი მხარდაჭერა კვარას“ - როგორ ცდილობს კალცონა ნაპოლის გაცოცხლებას

იტალიური Gazzetta Sportiva „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მატჩამდე ფრანჩესკო კალცონას გუნდის შესახებ წერს და მწვრთნელის დამსახურებით კვარა-ოსიმენის დუეტის გამოცოცხლებას უსვამს ხაზს.

„ოსი-კვარას დუეტი კვლავ აქ არის. როდესაც ყველა სასოწარკვეთილი იყო, მათი ხელახლა ნახვით გუნდი კვლავ ჩვეულ სიმაღლეს დაუბრუნდა. აგრესიული სტილი, ენთუზიაზმი, დაუნდობლობა დამაგვირგვინებელ ფაზაში, დუეტმა ერთმანეთში პასები გაცვალეს, ნიგერიელმა 3 გაიტანა, ხვიჩამ კი 2“.

Tuttonapoli კი წერს, რომ კალცონა კვარასთვის მაქსიმალურად ცდილობს კომფორტული გარემოს შექმნას.

„მეტი მხარდაჭერა კვარას. გუნდი ახლა ორიენტირებულია 4-მცველიანი სქემით თამაშზე, რომლებიც ბურთზე მეტად არიან ორიენტირებულნი. კალცონა მარცხენა მცველად მხოლოდ ცაცია მცველებს ათამაშებს, რათა ხვიჩას მეტად დაეხმარონ (მაცოკის აქ აღარ უნდა ველოდოთ). მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს, რომ კვარაცხელიამ თავისი თამაში მაქსიმალურად დაიბრუნოს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ დაპირისპირება დღეს 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზრდება - ხვიჩა ნაპოლისთან მოლაპარაკებას აწარმოებს
ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზრდება - ხვიჩა ნაპოლისთან მოლაპარაკებას აწარმოებს