ვალენსია, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: “მანსანომ შეცდომა დაუშვა“

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. მადრიდის „რეალი“ „ვალენსიას“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც „ღამურები“ აშკარა 2 გოლს გადაარჩინა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„ბევრი სათქმელი არ მაქვს. რაღაც უპრეცედენტო მოხდა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. მეტს ვერაფერს დავამატებ. ბელინგემს წითელი ბარათი მისცა.. სისულელე იყო, რადგან მას შეურაცხმყოფელი არაფერი უთქვამს. ვფიქრობ, მანსანომ შეცდომა დაუშვა.

ვინისიუსმა ძალიან კარგად ითამაშა. ის მოედანზე გადამწყვეტი და ეფექტური იყო. საბოლოო ჯამში, რთული მატჩი იყო, რადგან „ვალენსია“ ძლიერი მოწინააღმდეგეა. ახლა ფეხბურთელები ძალიან გაბრაზებულები არიან და ეს ნორმალურია.“

ცნობისთვის, მატჩის მიწურულს, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს მთავარი არბიტრის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ.

ჰუდ ბელინგემმა „სამეფო კლუბი“ დააწინაურა, რა დროსაც მანსანომ მატჩი დაასრულა და „რეალს“ გოლი არ ჩაუთვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბელინგემს ურთულესი ბურთი აუღო“ - AS მამარდაშვილზე
“ბელინგემს ურთულესი ბურთი აუღო“ - AS მამარდაშვილზე