გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

დრამა რეალთან - მამარდას ბრწყინვალე რეაქციები და ვინისიუსის დუბლი

ლა ლიგის 27-ე ტურში „ვალენსია'' „მესტალიაზე'' მადრიდის „რეალს'' დუროსა და იარემჩუკის გოლებით ამარცხებდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ვინისიუსმა ანგარიში შეამცირა, 76-ე წუთზე დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ვინისიუსის პირველი გოლისას „ღამურების'' ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა არადამაჯერებლად იმოქმედა, გოლი ნაწილობრივ მისი ბრალია, თუმც მცველებიც შეცდნენ. 

54-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა ბელინგემს ახლო მანძილიდან აუღო, საოცარი რეაქცია გამოავლინა. ამ გოლთან დაკავშირებით „ვალენსიას'' გვერდმა Twitter-ში დაწერა: „წმინდა ქართველი''.

ვინისიუსის მეორე გოლის ეპიზოდში მამარდაშვილს ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონია, საყრდენები და მცველები შეცდნენ.

დამატებულ წუთზე ბრაჰიმის პასით ბელინგემმა გაიტანა, თუმცა ბრაჰიმის პასის მომენტში მსაჯმა თამაში დაასრულა, უცნაური მომენტი იყო, რასაც მატჩის შემდეგ კამათი მოჰყვა. მსაჯთან კამათის გამო ბელინგემმა წითელი ბარათი მიიღო.

ლა ლიგაში მამარდაშვილმა „რეალის'' წინააღმდეგ მეხუთედ ითამაშა, ქართველმა მეკარემ „სამეფო კლუბთან'' მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, 2022-23 წლების სეზონის 35-ე ტურში „ვალენსიამ'' „მესტალიაზე'' „რეალს'' 1:0 მოუგო. დანარჩენი 4 მატჩიდან „რეალმა'' 3 მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები