ილია თოფურია, შონ ომალი
Aa
Aa

„ვის სურს ამის ხილვა?“ - თოფურიამ შონ ომალი გამოიწვია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ცოტა ხნის წინ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი შონ ომალი გამოიწვია.

„მე, ომალის წინააღმდეგ. ვის სურს ამის ხილვა?“

- დაწერა თოფურიამ სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით, ილიას გამოწვევაზე ო’მალის პასუხი უცნობია.

როგორც მოგეხსენებათ, შონ ომალის წონაში საჩემპიონო ქამარს მერაბ დვალიშვილი უმიზნებს და ომალისთან ბრძოლის მოლოდინშია. თუ, თოფურიასა და ომალის ბრძოლა ჩაინიშნა, მერაბს მოცდა კიდევ დიდი ხნით მოუწევს და მისი პოტენციური საჩემპიონო ბრძოლა გაურკვეველი ვადით გადაიდება.

ილია თოფურიამ ცოტა ხნის წინ, თავისი მომავალი სავარაუდო მეტოქეების შესახებ, ასეთი რამ თქვა:

„ჩემი მომდევნო ბრძოლისთვის 3 ვარიანტს ვხედავ: კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, თუ ის BMF-ის ტიტულს მიიღებს და შონ ომალი, თუ იგი ჩიტო ვერას დაამარცხებს. ამჟამად ვოლკანოვსკისთან რემატჩის საჭიროებას ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. დაე ალექსმა დაისვენოს“.

იმისათვის, რომ ილიასა და ომალის შორის ბრძოლა შედგეს, შონს წონის მომატება და თოფურიას დივიზიონში ასვლა მოუწევს. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ პირიქით მოხდეს და ილიამ ქვედა დივიზიონში საბრძოლველად წონა დაიკლოს.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალი თავის მომდევნო ბრძოლას ჩიტო ვერას წინააღმდეგ UFC 299-ის მთავარი მოვლენის ეგიდით გამართავს. ღონისძიება თბილისის დროით, 10 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„30-32 წლამდე ვიბრძოლებ, თუმცა, კრივის გარეშე წასვლა არ მინდა“ - ილია თოფურია
„30-32 წლამდე ვიბრძოლებ, თუმცა, კრივის გარეშე წასვლა არ მინდა“ - ილია თოფურია